წარმოგიდგინეთ ყვავილი, რომელიც მზეზე იშლება, მის კიდეზე კი ნამის წვეთი ციმციმებს…
Celestial Bloom ხელნაკეთი ყელსაბამია, რომელიც სპილენძის მავთულით და ბუნებრივი ქვებით — ავანტიურინითა და კატის თვალით — არის შექმნილი. მისი მსუბუქი სიმწვანე და ორგანული ფორმა ბუნებასთან კავშირს აღვიძებს, ხოლო მკვეთრი ოქროსფერი ხაზები ენერგიასა და სითბოს მატებს.
შეგიძლია ატარო ყოველდღიურ სამოსთან ან იბრწყინო განსაკუთრებულ საღამოზე — ნებისმიერ შემთხვევაში, ის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს.
მასალები: სპილენძის მავთული, ბუნებრივი ქვები: ავანტიურინი, კატის თვალი.